პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ან რაიმე ამგვარს ადგილი არ ჰქონია, აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
“თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემ მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“ – განაცხადა იოსელიანმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.