“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა, შუშანა მაცაბერიძემ ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.
შეგახსენებთ, აქტივისტი ოლიგარქის პოლიციამ 12 იანვარს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავა. მას პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და შეურაცხყოფას ედავებოდნენ. 14 იანვარს ოლიგარქის სასამართლომ შუშანა მაცაბერიძეს 12 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.