ზუგდიდში, პოლიციამ “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი მარიამ სიჭინავა საბავშვო ნიღბის ტარებისთვის 2 000 ლარით დააჯარიმა.
აქტივისტს ოლიგარქის პოლიციამ განუმარტა, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებაა დაწყებული.
მარიამ სიჭინავა აცხადებს, რომ ის არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მათ არალეგიტიმურ კანონებს არ ცნობს და ჯარიმას არ გადაიხდის.
აქტივისტი პოლიციამ უკვე 13-ჯერ დააჯარიმა, ჯამში სიჭინავას 16 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა.