ოკუპირებულ სოფელ ფიჩორში რუსებმა 1974 წელს დაბადებული ლაშა ჯაბუა დააკავეს და სოხუმის იზოლატორში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, აფხაზეთის მილიცია მას საგუშაგოზე არ ატარებდა რა დროსაც ლაშა ჯაბუამ განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა და რუსები ოკუპანტები არიან. ხოლო ის პროტესტი, რაც დანარჩენ რეგიონებში ხდება მალე აფხაზეთშიც დაიწყება.
ლაშა ჯაბუა წინააღმდეგობის გაწევის მუხლით არის დაკავებული. მას, 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მისი სასამართლო, სავარაუდოდ 2 დღეში გაიმართება.