პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა.
გახარიამ 15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, მასზე მომხდარ თავდასხმაზე ისაუბრა.
ექსპრემიერის თქმით, თავდასხმა ჯგუფურად იყო ორგანიზებული და მისი დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია.
„ჩემზე განხორციელდა წინასწარ ორგანიზებული, ძალადობრივი თავდასხმა ჩასაფრებით… ამ პოლიტიკური შურისძიების ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი. ის კაი ხანია გვემუქრება მე და ჩემს ოჯახს სხვადასხვა ფორმით…
დღეს ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ფული და ძალაუფლება. ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. სასაცილო მცდელობა ჩემი დაშინების მიიღებს პასუხს. ბიძინა ივანიშვილი დაკარგავს მისთვის ყველაზე ძვირფასს — ფულს და ძალაუფლებას, მე ამას ვპირდები საქართველოს ყველა მოქალაქეს და ამ დაპირებას შევასრულებ“, — განაცხადა გახარიამ.