ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„კიევის ნატო-ში გაწევრიანების გეგმები უკრაინაში მშვიდობის მიღწევას გამორიცხავს“ – ალექსანდრ გრუშკო

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.

„ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ალიანსში განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს. ამ შემთხვევაში, ბატონი ფიცო აბსოლუტურად მართალია ამ გეგმების დახასიათებაში, რადგან ეს გამორიცხავს უკრაინაში მშვიდობის მიღწევას და, უფრო ფართო გაგებით, რაიმე სახის უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნასაც კი და ამ თვალსაზრისს ალიანსის რამდენიმე ქვეყანა იზიარებს“, – აღნიშნა გრუშკომ.

იტვირთბა....