ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„კრემლი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს“ – რუსული მედია

რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კრემლი მზადაა, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს.

„კრემლი მზად არის, საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი იყოს.
ვითარებაში კარგად გარკვეული წყაროები ამბობენ, რომ ამ საკითხზე უკვე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა რაიმე კონკრეტული შედეგი მოსალოდნელია არა იმაზე ადრე, ვიდრე ამა წლის შემოდგომაა. პირველ რიგში, შეიძლება დაორგანიზდეს მმართველი პარტიის რომელიმე დეპუტატის ვიზიტი მოსკოვში. მოლაპარაკებები შესაძლებელია სახელმწიფო სათათბიროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს დონეზე – ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოებს შორის ჯერ კიდევ ბევრი მწვავე საკითხია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, სწორად როგორ ავაშენოთ ურთიერთქმედება ასეთ პირობებში. შემდეგ კი ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ დიპლომატიური ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენაზე“, – აღნიშნავენ ინსაიდერები.

იტვირთბა....