ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რა სცენარისთვის ემზადება ივანიშვილი – გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება

რა სცენარისთვის ემზადება  ოლიგარქი – თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი გადაცემა “რეაქციაში“ ივანიშვილის გეგმაზე საუბრობს და ამბობს, რომ დავალება აქვს გაცემული, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიჭირონ საპროტესტო აქციების დროს.

ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ამას ოლიგარქი მხოლოდ ერთი მიზნით აკეთებინებს, რომ შემდეგ ამ პატიმრებით აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ივაჭროს.

ივანიშვილს აქვს დავალება გაცემული, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაიჭერონ, შემდეგ აშშ-ს წარმომადგენლებს შესთავაზოს, ამ ხალხს გამოვუშვებთ, დრაკონულ რუსულ კანონს უკან გავიტანთ, თქვენ კი იტყვით, რომ ძველმა ადმინისტრაციამ ვერ დაალაგა ურთიერთობა და ჩვენ კი მოვახერხეთო. ამ ზღაპრებს ახალი ადმინისტრაციიდან ჭკუათმყოფელი არ დაიჯერებს, ძველი და ახალი ადმინისტრაცია არია ერთსულოვნები და ივანიშვილს აყენებენ მადუროს და მსგავსი დიქტატორების რიგში“, -თქვა ბაჩიაშვილმა.

იტვირთბა....