ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და შათირიშვილამდე, ჩემთან იყო შემოთავაზება, გამომექვეყნებინა იმავე შინაარსის წერილები“ – ბაჩიაშვილი

დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანეის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდებულმა ისაუბრა „გლობალური ომის პარტიის“ თეორიის შექმნის შესახებ.

„ჩემ თვალწინ ითხზვებოდა „გლობალური ომის პარტიის“ ნარატივი და სანამ შათირიშვილი გამოაქვეყნებდა მაგას, ჩემთან იყო შეთავაზება, რომ მე გამომექვეყნებინა ზუსტად იგივე შინაარსის წერილები, რაზეც ცხადია, მე უარი ვუთხარი. იმიტომ, რომ ივანიშვილის საქმეებში არსად არანაირი „გლობალური ომის პარტიის“ და საერთოდ არანაირი გარე ძალის კვალი არ იმჩნეოდა და ჩვენ ყველა საქმე მოვიგეთ ყველა სასამართლოში. თუ კი რამე პარტია ან გარე ძალა იყო ამაში ჩართული გამოდის, რომ ივანიშვილის მხარეზე იყო ის ძალა ჩართული იმიტომ, რომ ყველა სასამართლო მოვიგეთ“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების სანაცვლოდ გარიგებას სთავაზობდა.

შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან.

იტვირთბა....