ჯანდაცვა

ხალხური მედიცინა სიმსუქნის საწინააღმდეგოდ

წონის მატება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. სიმსუქნე ვნებს არამარტო სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობასაც. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გულსა და სისხლძარღვებს, ავადდება საჭმლის მომნელებელი ორგანოებიც, ათეროსკლეროზი ადრეულ ასაკშივე ჩნდება, ეცემა იმუნიტეტი, რის გამოც მსუქანი ადამიანები ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.

ხალხური მედიცინის რჩევები გასახდომად:

  1. იკვებეთ ზომიერად, არასოდეს მიირთვათ ზედმეტი.
  2. საკვები მიიღეთ ერთი და იგივე დროს.
  3. არ ჭამოთ სიარულის დროს.
  4. სადილისა და ვახშმის წინ მიირთვით კომბოსტოს ერთი ფოთოლი. იგი შეიცავს ტარტრონის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას ქსოვილებში.
  5. მიირთვით ნელა, ყოველი ლუკმა დაღეჭეთ ბოლომდე.
  6. საკვები მიიღეთ დღეში 4­ჯერ მაინც. ვახშამი 7 საათზე გვიან არ მიირთვათ.
  7. საკვები არ დაამლაშოთ.
  8. რაციონში ჩართეთ: კომბოსტო, ვაშლი, გოგრა, ყაბაყი, ზღვის კომბოსტო.

Milk.ge

იტვირთბა....