ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„გირჩი“ ლიდერობს: აუდიტის სამსახური პოლიტიკური გაერთიანებების შემოწირულობების სიას აქვეყნებს

 

საქართველო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით 2016 წლის პირველი სამი თვის [იანვარ-მარტი] განმავლობაში საქართველოში მოქმედმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა 428 476 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღეს ფიზიკური პირებისგან.

მათგან ყველაზე დიდი შემოწირულობა ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა “გირჩმა” მიიღო, 168 058 ლარი. მეორე ადგილზეა “პატრიოტთა ალიანსი” 143 283 ლარით. მესამე ადგილს კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტია “ბედნიერი საქართველოსთვის” იკავებს. შემოწირულობის სახით ჩერნოვეცკის პარტიამ 45 070 ლარი მიიღო.

აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით ათეული ასე გამოიყურება:

პლატფორმა ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის                   168,058.00
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი                   143,283.70
ა.ა.ი.პ “გაერთიანება ბედნიერი საქართველოსთვის”                      45,070.00
მ.პ.გ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა                      30,097.90
მ.პ.გ.”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”                      20,560.00
მ.პ.გ.”დევნილთა პარტია”                        8,010.00
საქართველოს რესპუბლიკური პარტია                        5,972.00
მ.პ.გ. “თავისუფალი დემოკრატები”                        4,000.00
პოლიტიკური გაერთიანება “მემარცხენე ალიანსი”                        1,500.00
პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველო”                            710.00
მ.პ.გ.  “საქართველოს მშვიდობისათვის”                            550.00
საქართველოს კონსერვატიული პარტია                            360.00
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია                            300.00
პოლიტიკური პარტია “განახლებული საქართველოსთვის”                                 5.00
  

“რესპუბლიკურ პარტიას” შემოწირულობები საწევროების წესით აქვს მიღებული. “პატრიოტთა ალიანსის” ყველაზე მსხვილი შემწირველი ყოფილი მინისტრი ფრიდონ ინჯიაა, რომელიც პარტიას 49 000 ლარით დაეხმარა. პარტიას 3 თვის განმავლობაში სხვადასხა პერიოდში, ჯამში, 41 ათასი ლარი შესწირა ბიზნესმენმა (შპს ტაიას წილის 50%-ის მფლობელი) გიორგი მორგოშიამ. მოქალაქე ქეთევანი შენგელია პარტიას 19 500 ლარით დაეხმარა.

60 000 ლარი შესწირა „გირჩს“ ბიზნესმენმა მილერი გვენეტაძემ. ხოლო ტიტე ერგემლიძემ – 59 958 ლარი.

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიას ფულს მისი შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ქვრივიშვილი სწირავდა, რომელიც მანამდე მისი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელიც იყო.

“ქართული ოცნების” ანგარიშზე 10 000 ლარი შეიტანა ბიზნესმენმა გიორგი ხარებაშვილმა. ასევე ალექსანდრე ალხაზიშვილმა.

 

იტვირთბა....