ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, სამხედროები განაგრძობენ დარტყმებს ღაზის სექტორში, რადგან „ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არ ემორჩილება.
“დღეს დილის მდგომარეობით, „ჰამასი“ არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და შეთანხმების საპირისპიროდ ისრაელს არ მისცა მძევლების სახელები“ – განაცხადა ჰაგარმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ ამოქმედდება, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ სამი მძევლის სიას, რომელიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს.