CNN-ის ცნობით, ისრაელმა და „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.
აღნიშნულ მედიას ამის შესახებ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განუცხადა.
„ისრაელის სახელმწიფო მოწოდებულია, მიაღწიოს ომის ყველა მიზანს, მათ შორის ჩვენი მძევლების დაბრუნებას – როგორც ცოცხლების, ასევე გარდაცვლილების“, – ვკითხულობთ პრემიერის ოფისის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახდებ მიღწეული შეთანხმება შედგა.
ის 19 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
მხარეებს შორის მოლაპარაკებებში შუამავლის მისიას კატარი, ეგვიპტე და აშშ ასრულებენ.