დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით bm.ge ავრცელებს.
“ქართული ოცნების” მთავრობა არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც bm.ge წერს, კითხვაზე – არის თუ არა მიწვეული საქართველო დავოსის ფორუმზე – ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია.
შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.