აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენაზე ამერიკის მომავალმა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, შტატების წინააღმდეგ მოქმედი შეთქმულების თეორიებსა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის გზების შესახებ ისაუბრა
„ეს არ არის უბრალოდ დეზინფორმაცია. ეს არის ცალსახა ზეგავლენის მოხდენა სახელმწიფოების შეხედულებებზე აშშ-სთან დაკავშირებით, შეთქმულების თეორიებისა და პროპაგანდის გავრცელების გზით, რომელიც ძირს გვითხრის ჩვენ და ჩვენს პოზიციებს, ეს ხდება აფრიკაშიც და სულ უფრო ხშირად ვხედავთ იმავეს დასავლეთ ნახევარსფეროშიც.
ამასთან დაპირისპირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა იყო წარმოდგენილი, იყო იქ და აჩვენო ის, რასაც ვაკეთებთ და ვისაუბროთ იმაზე, რასაც ვაკეთებთ.
ერთი რამ, რაც მაწუხებს, არის ის რომ USAID-ში არის გარკვეული პროგრამები, რომლებიც უფლებას არ გვაძლევენ, რომ ვთქვათ რომ ის “დამზადებულია ამერიკაში” ან არის “ამერიკელი ხალხის საჩუქარი”, რადგან ამან შეიძლება გაანაწყენოს ადგილობრივები. ვფიქრობ, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რას აკეთებს შეერთებული შტატები საზოგადოების დასახმარებლად. ჩვენ არ ვცდილობთ საკმარისად კარგად, იმისთვის, რომ გავაპიაროთ ის, რასაც ვაკეთებდით ისტორიულად და რის გაკეთებასაც ვაგრძელებთ, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოკავშირე ადამიანებს მსოფლიოს გარშემო“, – აღნიშნა რუბიომ.