ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მოლოდინი მაქვს, რომ ძალადობა მოიმატებს“ – ზურა ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიაზე თავდასხმის შესახებ ისაუბრა.

„მოლოდინი არც უნდა გვქონდეს, რომ ვინმეს დააკავებენ ან დასჯიან, ეს არის ზღაპარი, სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, რუსულ რეალობაში ვართ, სადაც გვყავს ასობით ნაწამები ადამიანი, კადრები გვაქვს, სადაც “ტიტუშკები” უსწორდებიან ადამიანებს, პოლიცია გვერდით დგას და უმოქმედოა. ასეთი რეალობაა, სადაც მართლმსაჯულების სისტემა იცავს სისტემის ჭანჭიკებს და სჯის იმ ადამიანებს, ვინც მიდის სისტემის წინააღმდეგ.

მოლოდინი, რომ გამოიძიებენ ამ საქმეს და ვინმეს დასჯიან ან დიტო სამხარაძეს რამეს უზამენ, ეგ არის ზღაპარი. ასეთი რამ არ მოხდება და მსგავსი ოპტიმისტური განწყობა არ უნდა გვქონდეს.

ჩვეულებრივი ტერორის ატმოსფეროა, “ქართულ ოცნებას” დარჩა მხოლოდ კუნთები და დგას ფიზიკურ ძალაზე. მე მოლოდინი მაქვს, რომ ეს ძალადობა მოიმატებს, არა მარტო პოლიტიკოსების, არამედ აქტივისტების, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ამით ეცდებიან, რომ შეაშინონ ადამიანები იმიტომ, რომ სხვა აღარაფერი დარჩათ, მაგრამ ამ ადამიანებს არაფერი აშინებთ, გამოდიან და ყოველ დღე დგანან აქ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას თავს დაესხნენ.
თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები – დიმიტრი სამხარაძე და გიორგი მანველიძე – მონაწილეობდნენ.

იტვირთბა....