ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტუდენტურმა მოძრაობებმა რამდენიმე უნივერსიტეტი ფოიეები და აუდიტორიები დაიკავეს

რამდენიმე უნივერსიტეტში სტუდენტურმა მოძრაობებმა პროტესტის ნიშნად თავიანთი უნივერსიტეტების ფოიეები და აუდიტორიები დაიკავეს. ისინი მოითხოვენ რეჟიმის პატიმრების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს.

მათ შორის, არიან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები.

პროტესტს ასევე შეუერთდნენ ფრიუნისა და აგრუნის უნივერსიტეტების სტუდენტები.

შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე კვირაა, ანალოგიურ საპროტესტო რეჟიმში არიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებიც, ხოლო თსუ-ის სტუდენტები – სამი დღეა.

იტვირთბა....