ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბრიტანელმა დეპუტატმა გაერთიანებული სამეფოს მიერ ივანიშვილის დასანქცირების შუამდგომლობა დააყენა

 

ბრიტანელი დეპუტატი, ჯეიმს მაკლირი გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდებს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

დეპუტატმა უკვე დააყენა შუამდგომლობა, რომლითაც ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა:

“პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას”, – წერს დეპუტატი.

იტვირთბა....