ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შოკისმომგვრელია ცნობები გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში “ოცნების” პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ – ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის”- ჰიპერი

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი პარტია “საქართველოსთვის” ლიდერიზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმის ფაქტს გმობს.

“საქართველო: შოკისმომგვრელია ცნობები “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ. არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”- წერს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე.

იტვირთბა....