ზუგდიდში, პროევროპულ აქციაზე დაკავებული პარტია “დროას” წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა თავისუფალია.
სასამართლომ მას 5 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
შეგახსენებთ, მარიამ სიჭინავა პოლიციამ 13 იანვარს, ღამით დააკავა ზუგდიდში, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან. მან საპროტესტო აქციაზე ფეიერვერკი გამოიყენა.