სალომე ზურაბიშვილი დოლიძის ქუჩაზე, გაფიცვაში მონაწილე მოქალაქეებზე თავდასხმას პრეზიდენტი ეხმაურება.
პრეზიდენტი ერთ-ერთი თავდამსხმელის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ესაა დღევანდელი რეჟიმის სახე:
“ეს სახეა დღევანდელი რეჟიმის! რუსული სახე :“ტიტუშკა”,”ცემა- ტყეპა”, გინება, შეურაცხყოფა, დაშინება, ძალადობა … მეტი რომ არაფერი იციან, მეტს ვერაფერს რომ აკეთებენ … ესაა რეჟიმის განაჩენი”-წერს სალომე ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, სანდრო ეულის ქუჩის მიმდებარედ, სადაც სხვადასხვა სფეროს გაფიცული წარმომადგენლები მსვლელობას მართადვნენ, უცნობი პირები მანქანით გამოჩდნენ, მოქალაქეებს კვერცხები დაუშინეს და ტერიტორია დატოვეს.