ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„არაფერი წაშლილი არაა. ყველა ჩანაწერი არსებობს“ – „შერატონის“ მენეჯერი გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებზე

ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერის ცნობით, პარტია „საქართველოს“ ლიდერს, გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის სრული ვიდეომასალა არსებობს.

„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არაა. ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის. [ორივე ჩანაწერი] სრულად არის“, – თქვა მენეჯერმა.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ პირებს გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ დაესხნენ თავს.

იტვირთბა....