ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს“ – გიორგი კვირიკაშვილი

ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი, სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

„ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ მათი მომხრეების მხრიდან კანონის ჩარჩოდან გასვლის ბოლო ინციდენტები ზრდის ქვეყანაში არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების რისკს. რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ამა თუ იმ ოპონენტის ქმედება, საბოლოოდ მაინც ხელისუფლების დანაშაული და სრული უპასუხისმგებლობაა პირადი ანგარიშსწორების კალაპოტში მოვლენების გადატანა. ამაზე ყველას გვმართებს დაფიქრება და ისევდაისევ, პირველ რიგში მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, – წერს ის.

შეგახსენებთ, გვიან ღამით, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს.

იტვირთბა....