ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

🎥„ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს” – ზურაბიშვილი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალური ქსელით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

„მინდა ვუთხრა ბატონ ივანიშვილს, ის მცდელობა, რომელიც აშკარად არის პროვოცირება კიდევ უფრო მძაფრი დაპირისპირების, რომ დაგვაშინოს რომ ეს გადაიზრდება სამოქალაქო დაპირისპირებაში, ეს არის წარმოუდგენელი. არ არსებობს ორი მხარე საქართველოში. არსებობს საზოგადოება და არსებობს ისინი, ვინც არიან ძალადობის მატარებლები – იქნებიან ეს დეპუტატები თუ კერძო ადამიანები, რომლებიც თავს ნებას აძლევენ სოციალურ ქსელში გააჟღერონ ძალადობის გზავნილები, ესენიც არიან მონაწილე ძალადობრივი რეჟიმის. ასე, რომ ერთ მხარესაა რეჟიმი და მეორე მხარეს საზოგადოება. ამ შემთხვევაში, ბატონო ივანიშვილო, საზოგადოება ყოველთვის იმარჯვებს“, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

მან ასევე ისაუბრა აბუ-დაბიში მომხადარ დაპირისპირებასა და ბოლოდროინდელ რეპრესიებზე, მათ შორის, გიორგი გახარიაზე თავდასხმაზე.

 

იტვირთბა....