საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალური ქსელით საგანგებო ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ის აბუ-დაბიში მომხადარ დაპირისპირებასა და ბოლოდროინდელ რეპრესიებს, მათ შორის, გიორგი გახარიაზე თავდასხმას ეხება.
„ფაქტია, რომ ახალი წლების მერე დაწყებულია ახალი ტალღა რეპრესიების, დაჭერების, დაშინების, რომელსაც აქვს ერთადერთი მიზანი, რომ გააჩეროს ის პროტესტი, რომელიც არ გაჩერდება. ჩვენ გადავედით რუსული რეჟიმი ახალ ეტაპზე,რომელიც აშკარად ხმარობს ყელა იმ საშუალებებს რაც ახასიათებდა თავის დროზე და ახასიათებს დღესაც პუტინის რეჟიმს.
ამის მაგალითია ის, რაც მოხდა აბუ დაბიში მოქალაქის მიმართ. დეპუტატებს, რომლებსაც სხვა თუ არაფერი გააჩნიათ და უნდა გააჩნდეთ თმენის ვალდებულება, მაგრამ არ ჩანს არასად ეს მოთმინება, პირიქით, როგორც ჩანს დეპუტატები არიან პირდაპირ, ინსტრუქცია აქვთ ამისთვის, თუ მათი ნებით ხდება, მაგრამ არიან გამოყენებული ამ ძალადობაში.
ის რაც მოხდა ამ ღამეს, გიორგი გახარიას მიმართ არის ასევე სრულიად წარმოუდგენელი. არ მინდა გამოვარჩიო პოლიტიკოსები და სხვები, ყველა მოქალაქეს ეხება, არვის მიმართ ძალადობა არ შეიძლება“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
გვიან ღამით ბათუმში, შერატონში“, თავს დაეხსნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.