სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, „საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას გამოეხმაურა.
„საქართველოს სახალხო დამცველი გმობს გიორგი გახარიაზე და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ფაქტებს და მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურებს, მოახდინონ პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები და სხვა.
სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მყისიერ რეაგირებას, რათა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებზე თავდასხმა არ გახდეს წახალისებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ქორიძესა და გახარიას გვიან ღამით, ბათუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ წევრები, მათ შორის, აჭარის უზენაესი საბჭოს წარმომადგენლები, მონაწილებდნენ.