ახალი ამბები

„მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება“ – მეზვრიშვილი გახარიას ცემის საქმეზე

გვიან ღამით ბათუმში, თავს დაეხსნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.

ამასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს გახარიას თანაპარტიელი, ნათია მეზვრიშვილი, აქვეყნებს.

„დანაშაულის ადგილზე პერიმეტრი რომ განზრახ არ იყო დაცული და პოლიცია დაგვიანებით მივიდა ამის მტკიცებულება არსებობს.
ვესაუბრე გამომძიებელს და მათივე ინტერესშია, ამის მიუხედავად, ყველაფერი ამოიღონ (რაც სავსებით შესაძლებელია), თავის კამერებიანად.
მტკიცებულებების განადგურება უკვე იკვეთება. ამიტომ, მოუწევთ ესეც გამოიძიონ და ამტკიცონ რომ არ გაუნადგურებიათ“, – წერს ის.

იტვირთბა....