ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

აშშ-მა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი გააფორმეს.

დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.

როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში.

“ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაზრდას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

იტვირთბა....