“დღეს ჩემი თვალით დავინახე და ჩემი კანით ვიგრძენი, რომ ამ ტელევიზიაში სტუდიას თიშავს პოლიცია”- აცხადებს “ბათუმელების” რედაქტორი, ეთერ თურაძე.
ეთერ თურაძე ამბობს, რომ აჭარის ტელევიზიაში სტუმრად მიიწვიეს, შემდეგ კი პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.
მისი თქმით, ის სტუდიაში იმყოფებოდა, როდესაც ეთერი დაასრულეს და წამყვანი სტუდიიდან გავიდა, შემდეგ მობრუნდა, გადაცემა უნდა დაწყებულიყო, თუმცა პოლიცია შევარდა და ის შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
პირველად მქონდა პრაქტიკა, როცა ოთხმა პოლიციელმა ხელი მომკიდა და ძალის გამოყენებით გამომიყვანეს. წამყვანიც გაოცებული იყურებოდა. დღეს ჩემი თვალით დავინახე და ჩემი კანით ვიგრძენი, რომ ამ ტელევიზიაში სტუდიას თიშავს პოლიცია. არ მომბეზრდება იმის თქმა და გაფრთხილება, რომ ესენი არიან საშიშები. მე არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. ძალიან გინდათ, რომ წავიდე და დაიხუროს ბათუმელები და ნეტგაზეთი, მაგრამ არ დაიხურება“, – განაცხადა ეთერ თურაძემ.