საქართველოს საელჩოში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აცხადებენ, რომ რომ აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების მონაწილეები ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში გამოკითხვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოში განუცხადეს.
ცნობისთვის, ზურა ჯაფარიე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაცია, რომლის თანაზმადაც აბუ-დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე დაკავებული არიან.
შეგახსენებთ, 12 ინვარს გაბიტაშვილმა გაავრცელა კადრები, რომელიც მასსა და ზემოაღნიშნულ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებას ასახავდა. გაბიტაშვილი და ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით, აბუ-დაბიში საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და პარლამენტის დეპუტატებს – ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს – შორის დაწყებული კონფლიქტი გაგრძელდა.
ამასთან დაკავშირებით გუშინვე ზარქუას სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.