საჯარო მოხელე დავით ჩხეიძე ავრცელებს ვიდეომიმართვას, სადაც აღნიშნავს, რომ თანამდებობას ტოვებს.
„გავიარე ატაშედან დაწყებული, წამყვანი სპეციალისტი, მთავარი სპეციალისტი, სამსახურის უფროსი, განყოფილების უფროსი და თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი 1-ელ იანვრამდე და დღეს მაქვს არჩევანი ან მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას როგორც ადმინისტრაციულ სამართლებრივად დასაქმებულმა პირმა, ან დავტოვო სამსახური. ავტომატურად იმ კანონით რომელიც მიიღეს არჩევნებს შემდეგ, აღარ ვიყო დასაქმებული ამ თანამდებობაზე….
როდესაც იყო კანონი, რომელზეც გვითხრეს რომ დაარღვევდა ურთიერთობებს დასავლეთთან, მე ამას გაგებთ მოვეკიდე. გამოვხატე ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, მაგრამ დავრჩი თანამდებობაზე; როდესაც მიიღეს მეორე წინააღმდეგობრივი კანონი, როდესაც მოხდა არჩევნების არაღიარება, როდესაც ერთმა პარტიამ მიანიჭა თავს უფლებამოსილება, რომ კონსტიტუციაში გაწერილი ნორმა შეეჩერებინა ერთპარტიულად, ეს ყველაფერი საჯარო მოხელეს აყენებს დიდი გამოწვევების წინაშე. როდესაც შეწყდა ურთიერთობები ევროკავშირთან და სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთნ, მუდმივად კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეს უდგას კითხვა როდემდე? როდემდე შეიძლება დარჩე და იმსახურო, მაშინ, როდესაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა სრულიად გადის კონსტიტუციური ნორმიდან.
მე გამოვხატავდი სამოქალაქო პოზიციას თავისუფლად ყოველგვარი პოლიტიკური მიკერძოების გარეშე და ამავე დროს, ვრჩებოდი სახელმწიფო სამსახურში, რადგან ჯანდაცვამ, სამართალდაცვამ, თავდაცვამ არ იცის პარტიულ მიკერძოება, მაგრამ რეპრესიამ მოაღწია ჩემამდეც. მე დღეს ან უნდა მოვუხარო თავო ამ უკანონობას, ან არ უნდა მოვაწერო ხელშეკრულებაზე ხელი. მე ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ხელმოწერა“, – ამბობს ჩხეიძე.