“ძლიერი საქართველოს” წევრ ვაჟა დარჩიასა და მსახიობ მალხაზ ირემაძეს სასამართლომ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე ირმა ტოგონიძემ გამოცხადდა.
გადაწყვეტილების გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.
სასამართლო სხდომის მსვლელობისას, დაკავებულებმა პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრეს.
“ჩვენი სასამართლო იყო სრული ცირკი. ადამიანებმა მოყვნენ სრული ზღაპრები. დამკავებლებად წარმოჩინდნენ ადამიანები, რომლებიც იქ არც კი ყოფილან”, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ პროცესის დასრულების შემდეგ.