“ბაბილოსთან” დაკავებული ნუცა მახარაძე სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება რეჟიმის მოსამართლემ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, 12 იანვარს მოსამართლეები რესტორან “ბაბილოში” ქეიფის შემდეგ, ტერიტორიას პოლიციის განსაკუთრებული მობილიზების ფონზე დატოვეს.
მოსამართლეების შეკრების პარალელურად, ადგილზე მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. პოლიციამ ჯამში ადმინისტრაციული წესით 9 ადამიანი დააკავა. მათ 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.