ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სოლიდარობა ლაშა გაბიტაშვილს” – მოქალაქეების მსვლელობა თბილისში

რუსთაველის გამზირზე ლაშა გაბიტაშვილის მხარდასაჭერი მარში მიმდინარეობს.

“სოლიდარობა ლაშა გაბიტაშვილს” – მოქალაქეები აბუ-დაბიში, “ოცნების” დეპუტატებთან მომხდარ დაპირისპირება\სი მყოფ საქართველოს მოქალაქეს მხარდაჭერას უცხადებენ და მსვლელობას მართავენ.

მოქალაქეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიძრნენ და მარშით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდნენ.

“ორი დღის მანძილზე ლაშა იქ წარმოგვადგენდა ჩვენ, ყველას, რუსი მონების წინააღმდეგ”- ამბობს მსვლელობის მონაწილე.

შეგახსენებთ, გუშინ, 12 ინვარს ლაშა გაბიტაშვილმა გაავრცელა კადრები, რომელიც მასსა და ზემოაღნიშნულ პარლამენტარებს შორის დაპირისპირებას ასახავდა. გაბიტაშვილი და ზარქუა ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. მოგვიანებით, აბუ-დაბიში საქართველოს მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილსა და პარლამენტის დეპუტატებს – ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს – შორის დაწყებული კონფლიქტი გაგრძელდა.

ამასთან დაკავშირებით გუშინვე ზარქუას სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა.

იტვირთბა....