“თიბისი, განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას”, – ნათქვამია “თიბისი” ბანკის განცხადებაში, რომელიც ბანკმა “მთავარ არხს” რეჟიმის პატიმრის, ანდრო ჭიჭინაძის დედასთან, ლიკა გუნცაძესთან შეხვედრის შემდეგ მიაწოდა.
“თიბისი, როგორც ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული საერთაშორისო კომპანია, პატივს სცემს და განუხრელად იცავს მისი გუნდის წევრების კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას.
საბანკო სერვისების შეუფერხებლად მიწოდება კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრისთვის, რისი უზრუნველყოფაც ჩვენი, როგორც ფინანსური ინსტიტუტის უპირველესი პასუხისმგებლობაა.
“თიბისი” ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი“, – ნათქვამია განცხადებაში.