ბათუმის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. “თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის პატიმრებს” – ამ წარწერით აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ ადგილზე ბანერი გაშალეს.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 11-12 იანვრის ღამეს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს, რამდენიმე წუთში კი უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.