ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ყველა დეპუტატს აქვს თმენის ვალდებულება, კეთილი ინებონ და მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს“ – ლილუაშვილი აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, ბექა ლილუაშვილი, აბუ-დაბიში მოქალაქე ლაშა გაბიტაშილსა და პარლამენტის დეპუტატებს – ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს – შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„ასეთი დაპირისპირებები, რაც აქამდე მოხდა, ვგულისხმობ, ქუჩაში და რომელიც შეიძლება მოხდეს მომავალში, არის მთლიანად უსუსური და უგუნური „ქართული ოცნების“ დამსახურება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საზოგადოების დაპირისპირებისთვის. ყველა დეპუტატს ჯერ ერთი აქვს თმენის ვალდებულება და კეთილი ინებონ და თმენის ვალდებულების ფარგლებში მოითმინონ და მიიღონ ის, რაც დაიმსახურეს მათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით და ვგმობთ, ძალიან კარგად გვესმის, რომ ასეთი შემთხვევები უკავშირდება „ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. სხვა არაფერია ამის ფუნდამენტი. ეს უნდა გაიგოს „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელმა. ეს არის მათი პასუხისმგებლობა და გამოსავალი მათ აქვთ. ამ სიტუაციიდან გამოსავალი არის, დროულად დანიშნონ ხელახალი არჩევნები და ეს დაპირისპირება დაასრულონ საზოგადოებაში,“ – განაცხადა ლილუაშვილმა

იტვირთბა....