„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესცენტრის ცნობით, გუშინ, ბათუმში, აქციაზე დაკავებული პარტიის ლიდერები – ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე – ხელწერილით გაათავისუფლეს.
გუშინდელ აქციაზე, აჭარის მთავრობის სახლთან, ასევე დააკავეს „დროას“ წევრი შუშანა მაცაბერიძე, ელიზბარ ჩხიკვაძე, ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი კაკალაძე.