ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ერთ-ერთ რესტორანთან, სადაც მოსამართლეები კორპორატიული წვეულებისთვის იკრიბებიან, პატიმრების დედები აქციას მართავენ

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან “ბაბილოსთან” ახლა დიდი სამზადისია. რესტორანში მოსამართლეები იკრიბებიან. მათ კორპორატიული წვეულება უნდა გამართონ.

როგორც ცნობილია, მოსამართლეებს რესტორანში სანქცირებული ლევან მურუსიძე ეგებება.

ადგილზე იმყოფებიან პატიმრების დედები. მათ თან აქვთ დაკავებულების ფოტოები.

“თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს” – სკანდირებენ ისინი.

იტვირთბა....