ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 16-მდე გაიზარდა – სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის განცხადებით, ხუთი ადამიანია დაღუპული პასიფიკ-პალისეიდსის რაიონში, ხოლო თერთმეტი – ქალაქ პასადენას სამხრეთით.
სამედიცინო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, მეტი იყოს.
“სიენენის” ცნობით, პასიფიკ-პალისეიდსის ხანძარი 11%-ითაა ლოკალიზებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ ხანძარი ახლა ბრენტვუდისა და სხვა დასახლებებისკენ გავრცელდება. 100 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ევაკუაციის ბრძანების ქვეშ რჩება, რადგან ქალაქ პასადენას სამხრეთით ცეცხლს კვლავ ვერ აქრობენ.