“ამერიკა მხარს უჭერს ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მოთხოვნას” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
“ძალიან შთაგონებული ვარ მამაცი ქართველი ხალხით, რომელიც დრაკონული კანონებისა და თვითნებური დაპატიმრებების მიუხედავად აგრძელებს ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს. ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მათ მოთხოვნას” – წერს უილსონი.