ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ხმაური იყო. დღეს, 11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. პოლიციამ ამ საღამოს 10-მდე აქტივისტი დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორისაა “ლელოს” წევრი.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 10-მდე პირია დაკავებული.
გავრცელებული ცნობით, “ბათუმელების“ ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კედელზე სტიკერის გაკვრის გამო დააკავეს.
photo: interpressnews.ge