ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა – ზელენსკი

გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 430 დრონი და 68 რაკეტა გაუშვა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

“რუსების მთავარი სამიზნე კიევის ოლქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, პირდაპირი დარტყმები იყო საცხოვრებელ შენობებზე, სკოლებსა და სამოქალაქო საწარმოებზე. ბოლო მონაცემებით, ოთხი ადამიანი დაიღუპა” – წერს ზელენსკი X-ზე.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „რუსების მსგავსი დარტყმები პარტნიორებისთვის შეხსენებაა იმისა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები ყოველდღიური საჭიროებაა“.

“რუსეთი შეეცდება ახლო აღმოსავლეთში ომი გამოიყენოს, რათა აქ, ევროპაში, უკრაინაში კიდევ უფრო მეტი ნგრევა გამოიწვიოს. ამიტომ, შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ევროპამ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოება უნდა განავითაროს, კერძოდ ისეთის, რომელსაც ბალისტიკური საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ევროპას ამ დონეზე დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

იტვირთბა....