ირანის მიერ საუდის არაბეთის ავიაბაზაზე დარტყმის შედეგად აშშ-ის საწვავის შემავსებელი ხუთი თვითმფრინავი დაზიანდა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ირანის დარტყმების შედეგად არცერთი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე არ დაღუპულა.
ასევე, მათი ცნობით, თვითმფრინავები სრულად არ განადგურებულა და ახლა მათი შეკეთება მიმდინარეობს.
აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) მომხდარის შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის,, გუშინ დასავლეთ ერაყში ამერიკული KC-135 ტიპის საწვავის შემავსებელი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ეკიპაჟის ექვსივე წევრი დაიღუპა.

