“ჰამასი“ ირანს მეზობელ ქვეყნებზე დარტყმების შეყვეტისკენ მოუწოდებს.
“ირანის ისლამურ რესპუბლიკას აქვს უფლება უპასუხოს ამ აგრესიას ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით, საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად, თუმცა მოძრაობა მოუწოდებს ირანელ ძმებს , თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმებისგან” – წერია ჰამასის განცხადებაში.
„ჰამასმა“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ადასტურებს ირანის ისლამური რესპუბლიკის უფლებას, რომ აგრესიას საერთაშორისო ნორმებისა და კანონების შესაბამისად უპასუხოს“.

