ალექსანდრე ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის შესახებ წერს, რომელმაც აქციის დროს დაკავებულ 11 პირს პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა.
“ქეთევან ჯაჭვაძეს, რომელმაც დღეს ყოველგვარი სამართლის გვერდის ავლით 11 ადამიანი პატიმრობაში დატოვა, განათლების გრაფაში უწერია, რომ დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
დაამთავრა 1998 წელს;
თავად ეს უცნაური ინსტიტუტი ოფიციალურად დარეგისტრირდა 1996 წელს.
არ ვიცი ამოცანა რას გვეკითხება. ქვეყნის გაყიდვას დიპლომი არ სჭირდება. თუ როგორცაა”- წერს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.