უკრაინამ რუსეთში თავდასხმა გაზსადენ „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე განახორციელა. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
პიტერ სიიარტოს განცხადებით, აღნიშნული გაზსადენის გარეშე ქვეყნის გაზით უსაფრთხოდ მომარაგება ფაქტობრივად შეუძლებელია.
მისივე თქმით, მსგავსი ქმედება უნგრეთის სუვერენიტეტზე დარტყმაა.
„უკრაინამ რუსეთში იერიში მიიტანა „თურქული ნაკადის“ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უნგრეთის გაზით მომარაგების გარანტიას იძლევა. „თურქული ნაკადის“ გარეშე, უნგრეთს გეოგრაფიული და ფიზიკური თვალსაზრისით, გაზით უსაფრთხოდ მიღება უბრალოდ არ შეუძლია. უკრაინის მიერ „დრუჟბას“ ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის ბლოკადა და „თურქული ნაკადის“ წინააღმდეგ ეს დარტყმა ჩვენს სუვერენიტეტზე სერიოზული თავდასხმაა“, – წერს სიიარტო სოციალურ ქსელ „იქსზე“.

