ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„უკრაინის წინააღმდეგ ომში, 4 000-მდე ჩრდილო კორეელი სამხედრო დაიჭრა, ან დაიღუპა“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის 25-ე შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში, 4 000-მდე ჩრდილო კორეელი სამხედრო დაიჭრა, ან დაიღუპა.

„პუტინი არ ინახავს თავის ინვესტიციებს მხოლოდ აგრესიაში. ის აორმაგებს მათ. მან ჩრდილოეთ კორეიდან ჯარისკაცების დაქირავებაც კი დაიწყო ამ ომის გასაგრძელებლად. ჩრდილოეთ კორეა ომის წარმოების თანამედროვე მეთოდებს სწავლობს. ისინი არ აფასებენ თავიანთ ხალხს. დღეს მათ დაკარგეს 4000 ადამიანი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

იტვირთბა....