„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა.
მისი თქმით, საქართველოში ზუსტად იმავენაირადაა საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან გათავისუფლება, როგორც აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება “დიფ სთეითისგან.
„ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დააანონსა ბრძოლა “დიფ სთეითის” წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ “დიფ სთეითის” მიერ იმართება. ეს არის “დიფ სთეითის” მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად “დიფ სთეითის” მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოში ზუსტად იგივენაირადაა საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან გათავისუფლება, როგორც აშშ-ს სჭირდება გათავისუფლება “დიფ სთეითისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.