საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას, დაგეგმილი ვიზიტის გადადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას გონივრული გადაწყვეტილებაა, რომ გადადოს საქართველოში ვიზიტი. ქართველი ხალხი აფასებს, რომ თქვენ გაითვალისწინეთ საქართველოს დემოკრატიის პრიორიტეტები და იმედები. ჩვენ გვჭირდება ეუთო, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!“, – წერს ზურაბიშვილი X-ზე.
Very wise decision of @OSCEPA President @PiaKauma to postpone the visit to Georgia. The Georgian people do appreciate your taking into account the concerns and hopes of Georgian democracy. We need OSCE more than ever! And new elections! https://t.co/LvDdazhflj
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 6, 2025